პროკურატურამ ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა


  • საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, სოფელ ინგირში, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული, რის შედეგადაც მან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − 3 =

Akismet ანტისპამი