ზუგდიდში გამოკვლეული 614 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა


  • ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 აგვისტოს, ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 614 პირი გამოიკვლიეს,  მათ შორის 410 მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ნიმუშები, რომელთაგან დადასტურდა 1 შემთხვევა.

დანარჩენი 204 ნიმუში სხვა რაიონებიდან იყო, მათ შორის პაციენტი 20, მედპერსონალი 63, კარანტინიდან 70, თვითიზოლაციიდან 14, შსს 15, მძღოლი 1, ბავშვთა სახლის ბენეფიციარები 11, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირები 10. 204 ნიმუშის შედეგი ყველა უარყოფითია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen + seven =

Akismet ანტისპამი