- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 21 აგვისტოს, კორონავირუსზე 685 ნიმუში შევიდა ზუგდიდის ლაბორატორიაში, მათ შორის 491 მესტიის მუნიციპალიტეტიდან.
გამოკვლეულ იქნა 442 ნიმუში, მათ შორის პაციენტი 19, პერსონალი 62, კარანტინიდან 230 (მათ შორის 5 ანაკლიის საკარანტინე სივრციდან, ხოლო 225 მესტიის საკარანტინე სივრცეებიდან), თვითიზოლაციიდან 16, შსს 67, მძღოლი 15, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 9, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები 24. შედეგი ყველა უარყოფითია. დარჩენილი მესტიის 243 ნიმუშის კვლევა ჩატარდება 22 აგვისტოს.