- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 160 ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის 11 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 129 წარმომადგენელი, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 13 მძღოლი, 4 კარანტინში და 3 თვითიზოლაციაში მყოფი პირი. ყველა პასუხი უარყოფითია.