- 22 მაისს, ახალგაზრდული სათათბიროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბოლო ზარის გამოსაშვები საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საუნივერსიტეტო ხეივანი განძის მაძიებელი STREET BALL (ქუჩის კალათბურთი) ფერების ფესტივალი, ლუდის ფესტივალი და Mego bus DJ RINDI.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი “LOUDspeakers”, ასევე მერიის განცხადებით, ღონისძიების დასრულების შემდეგ კონცერტის დამსწრეების ტრანსპორტირებას თემებში უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი (ტრანსპორტი გასვლის დროებია 22:00, 24:00)