ზუგდიდში ბენო სიჭინავას პერსონალური გამოფენა გაიხსნა


  • დღეს, 24 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელი მხატვრის, ბენო სიჭინავას საიუბილეო გამოფენა “70 წლის ასაკში აღმოჩენილი ციფრული სამყარო“ გაიხსნა.

ზუგდიდი ხელოვანის პერსონალურ ექსპოზიციას პირველად მასპინძლობს. სპეციალურად ამ საიუბილეო თარიღისთვის, მხატვარმა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით 2000-მდე ახალი ნამუშევარი შექმნა.

გამოფენა 31 ივლისამდე გაგრძელდება და ზუგდიდელებს საშუალება ექნებათ, მხატვრის ნამუშევრები დაათვალიერონ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × five =

Akismet ანტისპამი