- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ასოციაცია „მერკურის“ ორგანიზებით ,,აზრთა ფესტივალი” გაიმართა.
„აზრთა ფესტივალი“ არის ინტელექტუალური ღონისძიება, სადაც საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ გააჟღერონ თავიანთი აზრები, იდეები და მიიღონ უკუკავშირი.
ფესტივალის ფორმატი მოიცავდა:
● პანელურ დისკუსიებს წინასწარ შერჩეულ თემებზე, რომელიც ღია სივრცეში სფეროს ექსპერტების, მოდერატორისა და აუდიტორიის მონაწილეობით გაიმართა;
● ღია ვორქ-შოპებს;
● გამოფენებს;
● გასართობ სივრცეს ბავშვებისთვის;
ფესტივალზე განიხილეს სხვადასხვა თემატიკა. მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები ჩაერთნენ.
ღონისძიებას, ზუგდიდის მერის პირველი მოადაგილე კონსტანტინე კაკავა ესწრებოდა.
საქართველოში აზრთა ფესტივალის დანერგვას ხელს უწყობს ასოციაცია „მერკურის“ პარტნიორი MTU MONDO, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრის საერთაშორისო განვითარებისთვის (EstDev) ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების პარტნიორები არიან: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები UN Women. IOM , ათინათი, MTU MONDO, საქართველოს უნივრსიტეტი.