ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს


  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ ომში დაღუპულ ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს რწმუნებულის მოადგილეებმაც.

სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ.

მემორიალთან საპატიო ყარაულს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე და მეექვსე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები წარმოადგენდნენ.

ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!