- დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, 600 ბინა ნაწილდება.
„კომისია თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
კომისია მუშაობას ერთი თვის ვადაში დაასრულებს, რის შემდგომაც დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.