- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში 176 ადამიანია, ზუგდიდში 27 მოქალაქეა.
ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციის პერიოდის ვადა ამოეწურა 26 ადამიანს, კარანტინში 14 ადამიანი იმყოფება.
რეგიონიდან კი, საკარანტინო ზონაში გადაყვანილი იქნა 9 ადამიანი.
ინფორმაციას მედიისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.