- დღეს, 20 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, წელს, სწავლა 1003-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა. აქედან 966 – საჯარო, 37 – კერძო სკოლის მოსწავლეა.