- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია განცხადებას ავრცელებს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით.
“როგორც ცნობილია ბზობის დღესასწაულზე ტრადიციად ჩამოყალიბდა ბზის ტოტებით ტაძარში მისვლა. ამით გამოვხატავთ სურვილს, როგორც იერუსალიმში შევიდა მაცხოვარი, ასევე თითოეული ჩვენგანის გულსა და ოჯახშიც შემოვიდეს იგი. თუმცა რა თქმა უნდა, ეს სიხარული არ უნდა გადავზარდოთ დაუფიქრებელ ქმედებებში, არ უნდა დავაზიანოთ ბუნება, რომელიც ღმერთმა ჩაგვაბარა. სამწუხაროდ, კოლხური ბზა, დღეს სავალალო მდობარეობაში და გადაშენების პირასაა, ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მრევლს, მოსახლეობას გავუფრთხილდეთ და არ მოვჭრათ იგი.ზუგდიდი
ბზობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.