ზუგდიდის ცენტრში იმუნიზაციის პუნქტი გაიხსნა


  • დღეიდან ზუგდიდში, რუსთაველის N89 – ში (ყოფილი იმპექსის შენობა) „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა.

მოქალაქეებს რომლებსაც „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ იმუნიზაცია.

ვაქცინაციის პროცესს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან, მის პირველ მოადგილესთან  ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო.

ცენტრი აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით.

ვაქცინაციის პროცესში ჩართულნი არიან  სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი.

მოქალაქეები აიცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!