ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ბულვარში დაირგო ყვავილები, მოეწყო პანდუსები, დაიდგა ახალი სკამები. ბულვარში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “გრინსერვისი” ახორციელებს. ბულვარის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ზუგდიდელებს განსხვავებული აზრები აქვთ.
ზუგდიდის ყოფილმა არქიტექტორმა ეკატერინე თოდუამ თავის ფეისბუქგვერდზე, ახალ რეკონსტრუირებულ ბულვართან დაკავშირებით პოსტი გაავრცელა და, იქვე, ფოტოც განათავსა: “კოშმარი!!! არ ვიცი შეიძლება პროექტის ავტორს რაღაც ქონდა ჩაფიქრებული თუმცა გამოვიდა ,,ამირან გულში მღეროდა” რეალობაში კი ასე გამოიყურება: გაურკვეველი ფორმის ბეტონის მასები, რომელიც შეფითხულია (ე.წ. ბრიზგი-რაღა დროს ფითხია) და შეღებილია ასევე შეუსაბამო ფერით, დეკორატიული ბეტონი რომ გამოეყენებინათ იქნებ ცოტათი უკეთესი ყოფილიყო, ფორმა ყოველთვის გამომდინარეობს ფუნქციიდან, აქ არც ფუნქცია ჩანს და ფორმაც დაკარგულია, შესრულებაში კი, უხარისხოა.
დასკვნა : 1. არასწორად შერჩეული უფუნქციო ფორმა, 2.არასწორად შერჩეული მასალა 3. უგემოვნოდ და შეუსაბამოდ მორგებული ფერი (ნუ სხვა დანარჩენზე აღარ ვისაუბრებ, შორს წაგვიყვანს)