დღეს, ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციას, 2005 წლიდან, როლანდ მაქაცარია უდგას სათავეში. ის ამჯერადაც, ამ არჩევნებზე, უალტერნატივო აღმოჩნდა-არცერთმა ზუგდიდელმა არ მოისურვა საკუთარი კანდიდატურის წამოყენება და მისთვის ამ თანამდებობაზე კონკურენციის გაწევა. ამდენად, როლანდ მაქაცარია, დღეს, უკვე მესამედ, ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.
ირაკლი ლუკავა,
სპეციალურად ზუგდიდელები.გე-სთვის