ზუგდიდის ტექნოპარკში ლიტერატურული კონკურს-ფესტივალ “ქუჯის” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა


  • ზუგდიდის ტექნოპარკის დარბაზში მეორედ გაიმართა ლიტერატურული კონკურს – ფესტივალი “ქუჯის” პროექტის – “ერთი მეგრულენოვანი ლექსის” დასკვნითი ღონისძიება.

კონკურსის “ერთი მეგრულენოვანი ლექსის” გამარჯვებულები გახდნენ:

ზაურ გერგედა (გერგედავა) – პირველი პრემია;

კესო ჩხაპელია;

თეა ხასაია;

გიორგი ლემონჯა (ლემონჯავა);

ალექსანდრე ნარსია.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ “ოსკარ შინდლერის აკადემიის” (რექტორი: მაქს მეირ შავიტი) აღსაზრდელების მიერ დამზადებული სუვენირებით და ფულადი პრემიით.

მთავარი პრიზი, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია და მედალი, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის გადაეცა პოეტსა და მთარგმნელს ბელა შალვაშვილს.

პრემიით “ქუჯი – ერთიანი საქართველოსთვის” დაჯილდოვდა ბიზნესმენი და ქველმოქმედი, მეგრული ენის დიდი გულშემატკივარი, ემიგრანტი გულიკო ხარჩილავა.

ღონისძიება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალის ფარგლებში შედგა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!