ზუგდიდის სკოლებში ახალი სასწავლო წელი განახლდა


  • დღეს, 15 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო და 6 კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ბულიას განცხადებით, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ერთდროულად დაიწყო. “მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ცვლილებები შეეხო ორ სკოლას: შამგონის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც მოსწავლეები სწავლას ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ. კორცხელის საჯარო სკოლაში კი რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ პერიოდში სკოლის მოსწავლეები ოდიშის №2 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში ისწავლიან”.

მამუკა ბულიას ინფორმაციით, წელს, ზუგდიდის საჯარო სკოლებმა 916 პირველკლასელი მიიღეს, კერძო სკოლებმა კი 78.


    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

    2 × three =

    Akismet ანტისპამი