ზუგდიდის საჯარო სკოლებმა 1268 პირველკლასელი მიიღეს


  • დღეს, 16 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო და 6 კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.

ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მამუკა ბულიას, განმარტებით, კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში რემონტის გამო, სასწავლო პროცესი 23 სექტემბერს დაიწყება. “სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზუგდიდის სამი სკოლა მეორე ცვლაში დაიწყებს სასწავლო პროცესს. მეორე სკოლა, მეორე ცვლაში გააგრძელებს სწავლას პირველ საჯარო სკოლაში, მეთერთმეტე სკოლა, მეექვსე სკოლაში განაახლებს სასწავლო პროცესს, ხოლო ჭითაწყარის სკოლა სასწავლო პროცესს დაიწყებს ონარიის საჯარო სკოლაში”.

მამუკა ბულიას თქმით, წელს, ზუგდიდის საჯარო სკოლებმა 1268 პირველკლასელი მიიღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლებში სულ 80 პირვეკლასელი მივიდა.

ინფორმაციისთვის: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!