- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით „სამეცნიერო ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ინტეგრირებულია შემოდგომის საერთაშორისო სკოლა.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეები არიან: პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ). ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი). ბონის უნივერსიტეტი (გერმანია). ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია); ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ავსტრია); ზადარის უნივერსიტეტი (ხორვატია). კიევის უნივერსიტეტი (უკრაინა); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო); შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).
საერთაშორისო კონფერენცია და შემოდგომის სკოლა დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიეროშევსკის ცენტრის, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.