ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია შემოსული საჩივრების განხილვას დღის მეორე ნახევრისთვის გეგმავს


ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 48 ათას 717 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 40, 39% შეადგენს. საოლქოს თავმჯდომარის განმარტებით, ოლქში 18 საჩივარია შემოსული, რაც მისი თქმით, გავლენას არ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე.

“18 საჩივარია შემოსული. აქედან ოთხზე უკვე უბანზე დადგა რეაგირება. რაც შეეხება ხმის დათვლის პროცედურას, არაფერი არ არის ხმის დათვლასთან დაკავშირებით შემოსული, არც უბნებზე და არც ოლქში. დანარჩენ საჩივრებს, ზოგი არ არის რეგისტრირებული უბანზე, შესაბამისად, ოლქი ვერ განიხილავს. ნაწილი საჩივრების, დღეს განიხილება, მაგრამ სხდომა გადაწყვეტილი არ მაქვს, რომელზე ჩავნიშნო. მოკვლევას ვაწარმოებთ უბნებიდან. სამი საათით ადრე მაინც დავავუწყებთ მხარეებს. ვფიქრობთ, რვა საათისთვის ან ცხრის ნახევრისთვის”.

ცენტრალური საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე, დიდი ალბათობით, მეორე ტური შედგება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!