- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა – “ერთად შევაჩეროთ ჩაგვრა (ბულინგი) სკოლებში“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე სკოლაში ბულინგის გამოწვევებზე, ბავშვთა უფლებებსა და ძალადობის ფორმებზე ისაუბრეს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბულინგთან ბრძოლის გამოცდილება მიმოიხილეს.