ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები პოლიტიკური საქმეებისთვის მოწიფულ ასაკში არიან: საკრებულოს ყველაზე უმცროსი წევრი 26 წლისაა, უხუცესი 62-ის. ახალადარჩეულ საკრებულოს პირველ სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, ზუგდიდელი ექიმი, 62 წლის ოთარ მარშავა გაუძღვება.
საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი სანდრო სორდია 1991 წელსაა დაბადებული და “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდა საკრებულოში. მას უკვე აქვს თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება, -სანდრო სორდია ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილების თანამშრომელი იყო დეპუტატად არჩევამდე.