ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დისტანციურად და პირდაპირ ეთერში ჩატარდა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გუბერნიის შენობის დიდ დარბაზში მიმდინარეობდა და ფეისბუქ გვერდიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

დეპუტატებს შორის დისტანცია დაცული იყო. მათ პირბადეები და ხელთათმანები ჰქონდათ.

საკრებულოს, დღევანდელ სხდომაზე, “სახელოვნებო სკოლების გაერთიანების” დაფუძნების შესახებ უნდა ემსჯელა, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, საგანგებო პირობებში უწევთ მუშაობა,  საკითხს კი დამატებითი კონსულტაციები სჭირდება.

“აქედან გამომდინარე, გადავდეთ ამ საკითხის განხილვა და ამოვიღეთ შესაბამისად, დღევანდელი დღის წესრიგიდან. ასე, რომ ამ საკითხზე ჩვენ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ, განვიხილვათ. რათა დავრწმუნდეთ ამ განსახორციელებელი რეორგანიზაციის აუცილებლობაზე და მის მიზანშეწონილობაში. ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დღეს, ეს საკითხი არ განვიხილოთ”,-განაცხადა წოწერიამ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!