- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება – 99 პირი. რუხის კლინიკაში იმყოფება – 148 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 80.
“სენამედის” კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.
ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 13 პაციენტი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავას მკვიდრი იყო. ჰქონდა თანმდევი დაავადებები. პაციენტი მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა.