“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან 2018 წლის იანვარში გათავისუფლებული ექვსი ექიმის ინტერესებს,
რომელთა თანამდებობებზე აღდგენის გადაწყვეტილება პოლიკლინიკამ სასამართლო სხდომის გამართვამდე მიიღო, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისისის იურისტი გული ქარცხია იცავდა. ექვსივე ექიმთან გაფორმდა უვადო ხელშეკრულება, მათ აუნაზღაურდებათ იძულებითი განაცდური და შეუნარჩუნდებათ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივი სარგოც