- ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა მედიასთან ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია. “ჩვენს მოსწავლეს გამოუვლინდა კორონავირუსი. თვითოზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, მშობელმა ბავშვი მოიყვანა სკოლაში. ეს კლასი დამხმარე შენობაშია განთავსებული და ასევე ყველა ზომა იყო დაცული, ვფიქრობ, რომ გავრცელების რისკი მინიმალურია. კლასი გადავიდა თითიზოლაციაში, თუმცა, სკოლა გადავა თუ არა მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე, ჯერჯერობით არ ვიცით, ველოდებით ჯანდაცვისა და სამინისტროს რეკომენდაციებს”.
დღეს, სამეგრელოში, კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 ზუგდიდშია.