- ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ინფორმაციით, 6 და 7ივლისს, ავტობუსები გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო, ვერ განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას სხვადასხვა მარშრუტის მიმართულებით.
“ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია გატყობინებთ რომ, გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ავტობუსების გეგმიური ტექნიკური სამუშაოები და მიმდინარე წლის, 6 და 7 ივლისს (შაბათი-კვირა), ქვევით ჩამოთვლილი მიმართულებით ავტობუსები ვერ განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას შემდეგი მიმართულებებით:
მარშრუტი: N9 (რუხი-ენგურის ხიდი)
მარშრუტი: N11 (ინგირი)
მარშრუტი: N21 (ურთა-აბასთუმანი, საპერტიო)
მოგახსენებთ, რომ აღნიშნული გეგმიური ტექნიკური სამუშაოები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო, კომფორტულ და დროულ გადაყვანას დანიშნულების ადგილამდე.
აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე მგზავრთა გადაყვანა სრულად აღდგება, 8 ივლისიდან.
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის და აღნიშული სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტისთვის”- აღნიშნულია ინფორმაციაში.