ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტრადიციულად, 500 ოჯახს, საახალწლო ნობათი გადასცა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტრადიციულად, 500 ოჯახს, საახალწლო ნობათი გადასცა.

სადღესასწაულო კალათები მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცათ.

კალათები 15 სხავადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 45890 ლარია.

საახალწლო ნობათის დარიგების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მერიის სადღესასწაულო ნობათთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ტკბილეულის კალათა გადასცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!