ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი სტუმრობდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი სტუმრობს.

ელჩს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, თავის პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან და  შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მერიაში  უმასპინძლა.

მარკ კლეიტონი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებითა და   საჭიროებებით დაინტერესდა.

მერმა ინფრასტრუქტურის, ახალგაზრდული, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო დევნილების მიმართულებით ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც. კერძოდ, საუბარი შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მამუკა წოწერიამ, მარკ კლეიტონს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!