ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 22 ბაღში, მშობლებმა, ბავშვები ვერ მიიყვანეს


უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 22 სოფლის საბავშვო ბაღებში. როგორც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების ცენტრის ხელმძღვანელმა ციცანა თოლორაიამ გვითხრა, ჯერ კიდევ გუშინ  დაიხურა 4 საბავშვო ბაღი,-ყულიშკარში, აბასთუმანში, ოდიშში და ჭკადუაშში.დღეს, კი არ განახლებულა სასწავლო პროცესი 22 საბავშვო ბაღში. როგორც ის ამბობს, ეს მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებმა, უამინდობის გამო, ამ ბაღებში ვერ მიიყვანეს პატარები. “შუქიც რომ არ იყოს, ჩვენი ბაღები უზრუნველყოფილია შეშით და სადილის მოსამზადებლად თხევადი გაზით, მაგრამ მშობლებმა, უამინდობის გამო, ვერ მიიყვანეს ბავშვები ბაღში”.-განმარტა ციცანა თოლორაიამ.

რაც შეეხება, ქალაქის საბავშვო ბაღებს, აქ არსებული 17 საბავშვო ბაღიდან, როგორც  სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა  ცენტრის ხელმძღვანელმა ელისო ყალიჩავამ  გვითხრა, ყველა ბაღი მუშაობს და მათი მონაცემებით, დღეს ზუგდიდის ბაღებში 485 ბავშვი მიიყვანა მშობელმა. “ყველა ბაღში გვაქვს სითბო, სადაც შეშა სჭირდებათ, გვაქვს შეშა. სადაც ბუნებრივი აირია დამონტაჟებული, იქ გაზით თბებიან. მე მაქვს კავშირი ყველა ბაღის ხელმძღვანელთან. მათ ჩემთვის, ამ წუთამდე, პრობლემებით არ მოუმართავთ.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!