ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში, საჯარო სექტორთან ერთად, ჩართულია სამოქალაქო და ბიზნეს სექტორი.

“მნიშვნელოვანი ტვირთი შეგროვდა, რაც ძალიან მალე გაეგზავნება უკრაინელებს, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მათ მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა“-აღნიშნა მერმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებები, ყოველდღიური მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები იქნა შეძენილი. პირველ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე ჩასულია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!