- დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.
“ბიუჯეტი დაუგეგმეთ ნახვაწას”, “თქვენ ბიუჯეტი ნახვაწა ხომ არ გგონიათ”, “ვადაგასულია”, ამ შინაარსის ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები. აქციაზე მათ მიიტანეს “ნახვაწა” (ღომის ქერქი), რომლის შიგნითაც ზაზუნაა.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა.