ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.

16 მარტიდან 1-ელ აპრილამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გარდა აპარატის ხელმძღვანელისა და განყოფილებების უფროსებისა, გადავლენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. გადაწყვეტილება არ ეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელ პირებსა და მათ მოადგილეებს. დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი საკრებულოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციისა და განცხადებების რეგისტრაციისთვის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, ისარგებლონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ელექტრონული კომუნიკაციის სერვისებით ან მიმართონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით,-“ნათქვამია განცხადებაში.

 http://zugdidi.mun.gov.ge/ge/contact
sakrebulozugdidi@gmail.com
591 41 77 14 – ნატალია პაპასკირი
591 44 54 16 – მირიანე კილასონია

გთხოვთ ყველას, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს #StopCov


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!