- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
ახალი ბაღები აშენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის, ორულუს, ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
