ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დიდთოვლობას ებრძვის


მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამისა და დღის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდება ქალაქის ცენტრალური და შიდა ქუჩები, მათ შორის ე.წ კომბინატისა და ფაიფურის დასახლებების გზები. იყრება ტექნიკური მარილი.

 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დიდთოვლობისა და გართულებული ხილვადობის გამო, მოქალაქეებსა და მგზავრებს განსაკუთრებული სიფრთილისკენ მოუწოდებს.

ინტენსიურად იწმინდება გზები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში იწმინდება. სპეციალური ტექნიკა მუშაობს ასევე ნარაზენისა და ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულებში. გამგეობის საგანგებო შტაბი გამგებლის ლაშა გოგიას ხელმძღვანელობით 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში გზა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიწმინდება. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!