- ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
“ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში – დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!”- წერს გიორგი შენგელია.