ზუგდიდის მერმა გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა  მამუკა წოწერიამ, გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა მოსახლეობისთვის ჭითაწყარიდან დაიწყო.

მერი მოსახლეობას მოადგილეებთან ერთად შეხვდა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. მამუკა წოწერიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და  მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.

მერის თქმით,  ანგარიშის წარდგენასთან  ერთად, ეს იყო მოსახლეობასთან ინტერაქციის კარგი შესაძლებლობა და ყველა პროგრამა, ყველა ღონისძიება, რაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდება, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განხორციელდა, 134  ინფრასტრუქტურული  პროექტი, ჯამური ღირებულებით 134 მილიონ ლარამდე. 

ვრცლად იხილეთ: https://zugdidi.gov.ge/ge/meris-angarishi


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!