ზუგდიდის მერიამ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა


  • ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთად გადასცა.

დაჯილდოვდა 177 წარმატებული მოსწავლე, მათ შორის 134 ოქროსა და 43 ვერცხლის მედალოსანია.

მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მიღწეული წარმატება მიულოცა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,მივესალმები წარმატებულ ახალგაზრდებს. ჩემთვის სიამაყის საფუძველია, რომ საქართველოში ზუგდიდელი ახალგაზრდები განათლებით, წესიერებითა და კეთილგონიერებით გამოირჩევიან.

მივესალმები ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთა შორისაც ვხედავ ასევე ჩემს მასწავლებლებს,

უდიდესი პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ.

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღვთისმშობელი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს და საქართველოს. უდიდესი სიხარულისა და სიამაყის მომგვრელია, რომ ზუგდიდს ჰყავს 177 მედალოსანი. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ზუგდიდს განათლებული მომავალო თაობა ჰყავს. ესენი არიან საქართველოს მომავალი”- აღნიშნა ზუგდიდის მერმა. 

მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების შედეგებიც მიულოცა. წელს 727 ზუგდიდელი კურსდამთავრებული ჩაირიცხა. 

მერმა განსაკუთრებული მადლობა პედაგოგებმა და მშობლებს გადაუხადა. 

როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ეს არის თაობა რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ევროპული მომავლის და მისადმი მისწრაფებების გაძლიერებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას და სწორედ ამისათვის არის მიმართული, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე ადგლობრივიც.

მერმა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა. 

ასევე, აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის როლი. 

ზუგდიდის მერია განსაკუთრებით გამოირჩევა ახალგაზრდული პროგრამებით. მათ შორის, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, მერის სტიპენდია და საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება.

ღონისძიებას მერის მოადგილეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!