- გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებულად დაზიანდა დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც მდინარე ჯუმი კალაპოტიდან გადავიდა, დაიტბორა ცენტრალური ნაწილი, ასევე გაარღვია გარკვეულ ადგილებში ნაპირსამაგრი ნაგებობები და დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, ასევე დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები.
ადიდებულმა მდინარე ჯუმმა და ჩხოუშმა სოფელ დიდინეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა.
მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, ამჟამად კი გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილე მაიზერ ნანავა ადგილზე გაეცნენ.
“მნიშვნელოვანია გატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები დიდნეძის მუნიციპალიტეტში რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი წყალმოვარდნები. ასევე პრობლემები გვაქ ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური ტრასის მიმდებარე მოსახლეობა დაიტბორა, წუხელ მთელი ღამე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ მუნიციპალიტეტის მაშტაბით და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარნენ ჩვენს მოსახლეობას“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.