ზუგდიდის მერია გადაუდებელი ქირურგიული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას იწყებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა.

უწყების ცნობით, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანგადახდას მერია უზრუნველყოფს შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 001-ს;
  • სიმსივნით დაავადებული პირები, შშმ პირები, პენსიონრები, სტუდენტები, 0-18 წლამდე ასაკის პირები.
  • დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარით განისაზღვრა.

პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პირების ოჯახები ავადმყოფისთვის, ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალისა და მოვლის საშუალებებთან ერთად, სხვა დამხმარე საშუალებების შეძენასაც შეძლებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!