- ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ზუგდიდში, 109-ე კოვიდ უბანზე, 409 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მირანდა მესხმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ 6 გადასატანი ყუთი ინფიცირებულ და იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოემსახურება. ესენი ის პირები არიან, რომლებმაც მოთხოვნით საარჩევნო კომისიას მიმართეს.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში სულ 109 უბანია. რეგისტრირებულია 119 798 ამომრჩეველი.
სამეგრელოში არჩევნების მეორე ტურია 7 მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, სენაკში, მარტვილში, ხობში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ფოთში.