- ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მოთავსებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება, სტაბილურია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მკურნალმა ექიმმა ლალი დარახველიძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. “აღებულ იქნა ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ველოდებით პასუხს. ზოგადი მდგომარეობა პაციენტის არის აბსოლუტურად სტაბილური და მიმდინარეობს სიმტომური მკურნალობა”.