ზუგდიდის თეატრი კიოლნში იმყოფებოდა


  • გერმანული და ქართული ორგანიზაციების მიწვევით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი იმყოფებოდა, გერმანიის ქალაქ კიოლნში, სადაც აგვისტოს ომის წლისთავის აღსანიშნავად, (ეგიდით “სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა”) თეატრ “Tiefrot”- ში წარადგინა სპექტაკლი – “შეჭრა”.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა გერმანელი მაყურებლის და ქართველი ემიგრანტების მხრიდან.

“შედგა სევდიანი და ძალიან ამაღელვებელი საღამო. მადლობა ორგანიზატორებს, რომ შევძელით საზღვრებს გარეთაც გვესაუბრა ჩვენს დიდ ტკივილზე, რასაც ომი და დევნილობა ჰქვია”-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!