ზუგდიდის “დინამომ” ვარჯიში განაახლა


  • პანდემიის შედეგად გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო კლუბებმა საწვრთნელი პროცესი ეტაპობრივად განაახლეს.

კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის “დინამო”-ს ფეხბურთელები, იძულებითი შესვენების შემდეგ, ორჯერადი ვარჯიშებით მოედანს დაუბრუნდნენ. ვარჯიშის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თერმო-სკრინინგი ჩაიტარეს. საწვრთნელო პროცესში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.

 ფეხბურთელები ვარჯიშს, დილის საათებში, (ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში) იწყებენ და საწვრთნელ პროცესს უკვე, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე აგრძელებენ.

ინფორმაციისთვის,  მომავალ კვირას მიმდინარე ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს, მორიგი ტურის მატჩებით, ეროვნული ლიგის გუნდები განაახლებენ, ხოლო ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები, ოფიციალურ შეხვედრებს ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!