ცენტრი დაფინანსებას ელოდება


 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების მსურველთა პროექტების შემსწავლელი კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა. მას დაფინანსების მიღების ერთ-ერთი მსურველი ორგანიზაციის „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი და მოსწავლეები დაესწრნენ და პრეტენზიები გაამოთქვეს კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელიც ამავდროულად ზუგდიდის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების იმედით სამი თვეა რაც პროექტი შეტანილია საკრებულოში, თუმცა მას დღემდე არ მიუღია არანაირი პასუხი. მისი განმარტებით, ცენტრი, რომელიც 1300 მოსწავლეს უფასოდ ასწავლის სხვადასხვა საგანს, ფართის გარეშე რჩება და სასწრაფო დაფინანსებას საჭიროებს. ანა წითლიძის მტკიცებით, ქალაქის საკრებულოს მიერ შექმნილი კომისია მიზანმიმართულად აჭიანურებს მათი დაფინანსების საკითხის განხილვას. მან ბრალი დასდო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, გიორგი თოდუას არაკომპეტენტურობაში.

 გიორგი თოდუას განმარტებით დაახლოებით ათი დღეა  სპეციალური კომისია ჩამოყალიბდა და მას  ჩამოყალიბებამდე შემოტანილი პროექტები ჯერ-ჯერობით არ განუხილავს, რადგან კანონის თანახმად დასაცავია მთელი რიგი  პროცედურები.  მან „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს განუცხადა, რომ ის მანიპულირებს ახალგაზრდების თემით, რადგან სურს დააფიქსიროს „თუ როგორი აქტიური პიროვნებაა“. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გარდა ცენტრისა, პროექტის შემოტანას გეგმავენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მოხდება, ყველა პროექტის დეტალური განხილვა.  თავის მხრივ კომისიის შემოწმებაზე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ანა წითლიძე. მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს თავადაც არაერთხელ შესთავაზა ცენტრში მისვლა და მისი საქმიანობის შესწავლა. გიორგი თოდუა აცხადებს, რომ კომისიას მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა ჰქონდეს. მან ახალგაზრდებს შესთავაზა, რომ შექმნან ექვსკაციანი ჯგუფი, რომელიც დაესწრება სხდომებს, რაც მისი განმარტებით არ გამოიწვევს დარბაზში ზედმეტ ხმაურს და დაპირისპირებას. მისი თქმით, კომისიის სხდომები ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის და არ უკრძალავენ არავის დასწრების უფლებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!