- ამ წუთებში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება დაიწყო კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.
“ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზეინფექციო სამუშაოებს, დღეს დავიწყეთ ქუჩების მორეცხვის პროცესი, რომელშიც ჩართულია ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი”, “ზუგდიდასუფთავება” და ჩვენი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მოირეცხა, როგორც ცენტრალური ბულვარი, ასევე ტროტუარები და სავალი ნაწილი. სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის ყველა ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
სამუშაოების მიმდინარეობას, მერთან ერთად, მერიის მოადგილეები, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებს და ღია სივრცეებს ჩუტარდა.