- დღეს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ალპინარიუმი, სადაც აფხაზეთის ენდემურ მცენარეთა კოლექციის შეგროვების, გამრავლებისა და გავრცელების მიზნით, ენდემური ფლორის საკოლექციო ნაკვეთი განთავსდა.
ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, აფხაზეთის კუთხის მოსაწყობად ჩამოტანილ და დარგულ იქნა აფხაზური ფლორის ენდემური მცენარეები, მათ შორის აფხაზური ხარისძირა, ბზიფის ქონდარი, აფხაზეთის ხახვი, საოცარი მაჩიტა, აფხაზური ესპარცეტი, ელენეს ბაია, ხარაძის მიხაკი, კლდის დუმა და სხვა.
პროექტს მხარს უჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“.
დღესვე, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ ბოტანიკურ ბაღის მართვის ცენტრის“ დირექტორმა ზვიად ქარჩავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ.