- დღეს, სასწავლო პროცესი განახლდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ყველგან შეფერხების გარეშე განახლდა.
“ბაღებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის. სააღმზრდელო დაწესებულებები უზრუნველყოფილია გათბობით, კვებით, სადეზინფექციო საშუალებებით. ბაღებში მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოება პანდემიის მოთხოვნების შესაბამისად. ამ ეტაპზე, ინფიცირებული თანამშრომლები არ გვყავს”.-უთხრეს “ზუგდიდელებს” სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში.