- ზუგდიდის საგანმანათლებო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, კორონავირუსის გამოვლენის გამო, ზუგდიდის მე-2 საჯარო და ფრანგულ-ქართული კერძო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე სრულად გადავიდა. ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის მე-2 სკოლის 4 კლასი და ქალაქის მე-11 საჯარო სკოლის 2 კლასი.
მამუკა ბულია: “ბოლო სამი დღის მონაცემებით, 126 მოსწავლე და 36 მასწავლებელია ინფიცირებული. ყოველ საათში გვაწვდიან ინფორმაციას და ეს მონაცემები იცვლება”.
ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.