“ზუგდიდიდან ზუგდიდამდე. სინთეთ ეფშა ქიანა“ – ასე შეარქვეს ორგანიზატორებმა პოეტის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს რაულ ჩილაჩავას საღამოს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში ჩატარდა.
მსმენელებს, ბატონმა რაულმა, თავისი ახალი წიგნები გააცნო,-წიგნსაც იგივე სათაური აქვს-“ზუგდიდიდან ზუგდიდამდე. სინთეთ ეფშა ქიანა“. საღამოზე, ავტორმა წაიკითხა რამდენიმე ლექსი და პროზაული ნაწყვეტი თავისი შემოქმედებიდან.
საღამოს მუსიკალურად ფოლკლორული ანსამბლი „ჩელა“ აფორმებდა, მე-8 საჯარო სკოლის ნორჩმა დეკლამატორებმა კი, პოეტის ლექსები წაიკითხეს.